ოლიმპიადები


2015-2016 სასწავლო წელი

            სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა  - გახდი მოქალაქე!

         ორგანიზაციამოქალაქე“ 2015-2016 სასწავლო წელსაც ჩაატარა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის.
      კონკურსისათვის რეგისტრაცია 26 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით წარმოებდა ვებგვერდზე: online.naec.ge
     სამოქალაქო განათლების ოლიმპიადამიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.ოლიმპიადის ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.ოლიმპიადა ჩატარდა სამ ტურად.
         მეორე და მესამე ტურში ძირითადი აქცენტი გაკეთდა კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, . . დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარზე. შეფასდა, თუ როგორ იყენებენ   მოსწავლეები სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.  მესამე ტური ორ ნაწილს ითვალისწინებდა
1.    ესე - წერითი დავალება, რომელიც მოსწავლისაგან მოითხოვდა რამდენიმე დილემური სიტუაციის ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯას და/ან პრობლემის გადაწყვეტის უნარის დემონსტრირებას. შეფასდა სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემის წარმოჩენა, სამოქალაქო და მოქალაქეობრივი უფლებების კონცეფციების გამოყენება პრობლემის გადაწყვეტის პროცესში, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი და პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომა.
2.    პრეზენტაცია - საპრეზენტაციო თემა იმგვარად იქნა შერჩეული, რომ გამოვლინილიყო, თუ რამდენად აცნობიერებდა მოსწავლე მოქალაქის უფლებებს და პასუხისმგებლობებს, დემოკრატიულ ღირებულებებს. შეფასდა ზეპირი მეტყველება, არგუმენტირებული მსჯელობა, სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომა; აგრეთვე, დასმულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები.

       მესამე ტურის მონაწილეები შეაფასეს სამოქალაქო განათლების ექსპერტებმა და საზოგადოებაში აღიარებულმა, სამოქალაქო პოზიციითა და ღირებულებებით გამორჩეული ადამიანებმა.   
   ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები ორგანიზაციამმოქალაქედააჯილდოვა. გამარჯვებულთა 20 ფინალისტი გაგზავნება ენის შემსწავლელ კურსებზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
    სამოქალაქო განათლების ოლიმპიადამეორე წელია ტარდება. 2015 წელს ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს 1277 სკოლის 22 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. 2016 წელს 27 ათასი მოსწავლე ჩაერთო ამ მარათონში.სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგად 40 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებმაც  მეორე ეტაპზე სპეციალურ კომისიას წარუდგინეს თავიანთი დაწერილი ესეები. პრეზენტაციისას შეფასდა მოსწავლეთა ზეპირი მეტყველება, პრეზენტირების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობა, სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და დასმულ კითხვებზე სხარტი და საზრიანი პასუხისამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში სამივე ტური წარმატებულად დაძლია და ფინალის გამარჯვებული გახდა ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის  მე-12 კლასის მოსწავლე თინათინ გოგბერაშვილი. მადლობა და წარმატებები მას,რადგან ის ნამდვილად ფლობს იმ უნარებს,რასაც ეს ოლიმპიადა მოითხოვდა მონაწილეებისგან.    თინათინ გოგბერაშვილი გახლდათ ქუთაისის N 40 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე,რესპუბლიკურ კონფერენციებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული,მრავალი საინტერესო იდეის ავტორი და ღონისძიების მონაწილე.
  ქუთაისის N 40 საჯარო სკოლა  წარმატებულ სტუდენტობას და მომავალს უსურვებს თავის ღირსეულ მოსწავლეს. გვჯერა ნებისმიერი უნივერსიტეტისათვის თინათინი  საუკეთესო შენაძენი იქნება.
ფინალში გასულთა დაჯილდოება მოხდა თბილისში 2016 წლის 9 ივნისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში,სადაც  დასაჯილდოებლად   წარსდგნენ: ქუთაისის N 40 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ბანცაძე და მოსწავლე თინათინ გოგბერაშვილი. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცა საზაფხულო ბანაკის საგზური,ხოლო მასწავლებლებს 100 ლარიანი ვაუჩერი,რომელიც საშუალებას აძლევს მათ მაღაზიათა ქსელ ,,ბიბლუსში“ სასურველი ლიტერატურა შეიძინონ და წიგნების კომპლექტი სახელწოდებით ,,რა არის თავისუფლება“.


v  1 ივნისს ჩატარდა „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2016“. ჩვენი სკოლის მე-10ა კლასის მოსწავლე ნინო მამაგეიშვილი დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური პრიზით და ფულადი თანხით, მე-10ა კლასის მოსწავლე მაია გოგრიჭიანი პრიზით „ჟიურის სიმპათია“, მე-10ა კლასის მოსწავლე ჯონი კაკოიშვილი კი III ადგილით.


v  1 ივნისს მონაწიელეობა სკოლის მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა შემოქმედებით ფესტივალში. წარდგენილი იქნა მე-8ა კლასის მოსწავლე დ. ხოჯენაშვილის ნამუშევრები ფერწერასა და გრაფიკაში. მე-7ბ კლასის მოსწავლის ნათია მაჩალაძის ტრადიციული რეწვის ნიმუჭები - რომელმაც დაიმსახურა ჟიურის სიმპატია. დაჯილდოვდა დიპლომითა და ფულადი თანხით. 

2017 წლის 1 ივნისს მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2017“-ის დასკვნით ტურში წარმატებული გამოსვლისთვლისათვის  ფოლკლორულმა ტრიომ ( I კლასის მოსწავლე ლუკა კაპანაძე,  IV  კლასის მოსწავლე ნინი გოგოლაძე და  VI  კლასის მოსწავლე მარი გოგოლაძე აიღო მე-2 საპრიზო ადგილიშეასრულეს  ქართული ხალხური სიმღერის პოპური ,, წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა’’. მოსწავლეებს გადაეცათ პრიზი ოლიმპიადის გამოსახულებით (პედ- ქეთევან გედენიძე.)
 მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2017“-ის დასკვნით ტურში წარმატებული გამოსვლისთვლისათვის VIII  კლასის მოსწავლე სულხან სულაქველიძემ სიმღერით ,,ღიღილო’’- აიღო მე-3 საპრიზო ადგილიმოსწავლეს გადაეცა პრიზი ოლიმპიადის გამოსახულებით.  (პედ-  ცისანა კუჭუხიძე.) 

 მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2017“-ის დასკვნით ტურში საპრიზო ადგილების დაკავებისათვის, .ქუთასის მერმა -მა .მურღულიამ  ჩვენი სკოლის მოსწავლეები:   I კლასის მოსწავლე ლუკა კაპანაძე,  IV  კლასის მოსწავლე ნინი გოგოლაძე , VI  კლასის მოსწავლე მარი გოგოლაძე და    VIII  კლასის მოსწავლე სულხან სულაქველიძე  დააჯილდოვა დიპლომებით. მუსიკის პედ-ები ქეთევან გედენიძე და  ცისანა კუჭუხიძე.











No comments:

Post a Comment