
ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, II შეს. № 22-ში მდებარეოს №40 საჯარო სკოლა (ყოფილი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო გიმნაზია) შენობის საერთო ფართობი 8047 კვ. მეტრია უკვე 29 წელია რაც მომავალ თაობას ემსახურება. სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა ამ ხნის განმავლობაში არაერთი საუკეთესო ახალგაზრდა აღზარდა.
1989 წლის 1 სექტემბერს ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო-ექსპერიმენტულ გიმნაზიაში პირველად აწკრიალდა სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარი. სწავლას მოწყურებული გოგო-ბიჭები მერხებს მიუსხდნენ და იაკობ გოგებაშვილის უკვდავი „დედა ენის“ ხიბლს ეზიარნენ. ეს იყო ახალი სიცოცხლის დასწაყისი. აი, ამ ლამაზი გოგო-ბიჭების თვალწინ შენდებოდა საძირკველი ქართული სკოლა-გიმნაზიისა. ეს ბავშვები ქმნიდნენ პირველ თაობას, რომელმაც სკოლის მატიანეში ამაყად დაიმკვიდრა კუთვნილი ადგილი.
No comments:
Post a Comment