სპორტი

ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი მუშაობა

   გიმნაზიაში ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელ მუშაობას ყოველთვის ჯეროვანი ყურადღება ექცეოდა. მოსწავლეთა ფიზიკურ აღზრდაზე ზრუნავენ ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები: ქ-ნი გ.ბზიკაძე და  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საერო ინსტიტუტ “გელათის” ასოცირებული პროფესორი , საქართველოს ეროვნული არბიტრი ბ-ნი ბ ჯანელიძე.

     სკოლას აქვს ფიზიკური კულტურისათვის საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ტიპური დარბაზი, სასკოლო სტადიონი ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნებით, სარბენი ბილიკი. მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის სათანადო დონე მიიღწევა სასწავლო, კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის ერთიანობით. გარდა სკოლისა, მოსწავლეები ქალაქის სპორტული სკოლების სექციებშიც მეცადინეობენ.

     გიმნაზიამ და დღევანდელმა საჯარო სკოლამ გამოზარდა ცნობილი სპორტსმენები:
1.         ბაკურ გაბუნია XI კლ-საქართველოს 2008 წლის ჩემპიონატის III პრიზიორი 1991წელს დაბადებულთა შორის
2.         გიორგი კაპანაძე –XII კლ-საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის—საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი
3. რაულ ცირეკიძე -საქართველოსა და საერთაშორისო შეჯიბრებების ჩემპიონი,      პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.
4. გიორგი ნიკოლაძე-XI კლ. 2008 წლის საქართველოს და იმერეთის ჩემპიონი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში.
5. კონსტანტინე ქობულაძე  XI კლ საქართველოს ჩემპიონი და ჩინურ-აღმოსავლური
ორთაბრძოლის(კუშუ-კუგვუ) თასის მფლობელი.     
6. გიორგი გიორგაძე 2007 წლის კურსდამთავრებული 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი “ტაი-ბოქსაა” და “კიკ-ბოქსინგში”

    სკოლაში შექმნილია კალათბურთის, ფეხბურთის ,მძლეოსნობის, მაგი
დის ჩოგბურთის სექციები, სადაც დაკავებულია მოსწავლეთა 30 %    
 ფიზკულტურის მასწავლებლები ატარებენ როგორც შიდასასკოლო სპარტაკიადებს, ასევე ამხანაგურ შეჯიბრებებს ქალაქის სკოლების სპორტულ გუნდებთან, მხიარულ სტარტებს
.
         2003-2004 სასწავლო წელს გიმნაზიის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოლიმპიურ-ფინალურ შეჯიბრებაში, რობერტ
შავლაყაძის პრიზე, მათ დაიმსახურეს განათლებისა და მეცნიერებების სამინისტროს სერტიფიკატი და თასი (მასწ.ნ.ბზიკაძე)

       ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები (გ.ბზიკაძე, ბ.ჯანელიძე) დიდ ყურადღებას უთმობენ მოსწავლეთა სპორტში ჩაბმას, რის შედეგადაც მოსწავლეთაNნაწილი ილტვის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლებში უფრო კვალიფიციურად სპორტული წვრთნა გააგრძელოს.

         სკოლაში, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ყოველწლიურად ტარდება შეჯიბრებები,  სპორტის სხვადასხვა სახეში.

        სკოლაში ფუნქციონირებს უმცროსი ასაკის (1994 წ) ფეხბურთელთა გუნდი,         რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებაში “ სკოლა-ბურთი” ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის
სკოლებს შორის, გაიმარჯვა და გავიდა ფინალში.

     ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა მონდომებული მუშაობით სკოლის მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ მთელ რიგ სპორტულ შეჯიბრებებში. 2008 წლის
2 მაისს “ქუთაისობის” დღესასწაულზე, მუხნარის ტყეში, გაიმართა ნორჩ ტურისტთა
შეკრება-შეჯიბრება, სადაც გაიმარჯვეს სკოლის მოსწავლეებმა; მირცხულვამ, ფცქიალაძემ, სამადალაშვილმა, წიქორაძემ, გაბრიჭიძემ, ხონელიძემ, (VII_XI კლ) და
დაიმსახურეს გარდამავალი თასი.

      სკოლის ფეხბურთელთა გუნდი (მწვრთნელი უჩა ჩორგოლაშვილი) მონაწილეობდა საქალაქო შეჯიბრებაში საშუალო ასაკის ფეხბურთელთა შორის
და დაიკავა I ადგილი. გახდა ქალაქის 2008 წლის ჩემპიონი. ფეხბურთელთა გუნდმა
გაიმარჯვა იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების გუნდებს შორის შეჯიბრებაში “სკოლბურთი”  წყალტუბოსა და ბაღდათის რაიონის ფეხბურთელთა გუნდებთან შეხვედრაში. გუნდი გახდა იმერეთის რეგიონის ჩემპიონი.

        სკოლამ მონაწილეობა მიიღო” მხიარულ სტარტებში,” რომელშიც ჩართული იყო 32 სკოლა. ჩვენ მოვხვდით რვა საუკეთესო სკოლას შორის.

        განსაკუთრებით სასიხარულოა ის რომ, სკოლის სპორტული დარბაზს გადაეცა  პრეზიდენტის საჩუქრის ეგიდით გამოყოფილი სპორტული ინვენტარი.

       2008-2009 სასწავლო წელს სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ ქუთაისის სკოლებს გამართულ სპორტულ ასპარეზობაში “მხიარული თამაშები” და დაიკავეს II
ადგილი .ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებმა გ.ბზიკაზემ და ბ.ჯანელიძემ მოამზადეს გუნდი”ნიკე”, რომელიც სპორტ-კლუბმა “თალპიონმა”, ქუთაისის თვითმართველობამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დააჯილდოვდა დიპლომით.                                      

    2009 წელს სკოლის ნაკრებმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქალაქო და იმერეთის რეგიონალურ პირველობაში, ტურისტულ მრავალჭიდში და გავიდა II ადგილზე რეგიონალურ ტურნირში,. ქალაქის სპორტულ ბაზებზე ჩატარდა შეჯიბრება
პეპსის თასის გათამაშებაში 1996 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდებს შორის.
სკოლამ აიღო III საპრიზო ადგილი.   

ფიზიკური აღზრდის მასწვლებელმა ბ-ნმა ბ.ჯანელიძემ 1999-2009 წწ  გამოაქვეყნა ნაშრომები ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საერო ინსტიტუტ “გელათის” შრომების კრებულებში( 1999 წ, 2007 წ, 2009წ), გამოსცა წიგნები: “ტანვარჯიში” დამხმარე სახელმძღვანელო ფიზიკური აღზრდის სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის. (2004 წ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბა), “ჩვენი სპორტული ისტორია” ( საერო ინსტიტუტ “გელათის” სპორტული ისტორია) (2009 წ), “ჰოკეი ქუთაისში” (2009 წ)

ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებმა გ.ბზიკაძემ, ბ.ჯანელიძემ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ჩაატარეს მხიარული სტარტები დაწყებით საფეხურზე, გაიმარჯვა VI კლასმა. ,“საშემოდგომო რბენა 1000 მ-ზე” V-VIII კლ მოსწავლეთათვის, გაიმარჯვა VIII კლასის მოსწავლემ გ.ბერიშვილმა,  IX_XII კლასის მოსწავლეებს შორის გაიმარჯვა II კლასის მოსწავლემ გ.სამადალაშვილმა.

                                                     2011-2012 სასწავლო წელი                
ჩატარდა შიდა–სასკოლო  შეჯიბრებები:
მხიარული სტარტები: მე56 კლ,  გაიმარჯვა მე6  ბ კლასმა
კალათბურთი: მე79 კლ,  გაიმარჯვა  მე7ა კლასმა.  მე1011 კლ; გაიმარჯვა10ა კლასმა
ფრენბურთი:  მე79 კლ;  გაიმარჯვა––8 ა კლასმა  მე–10–12 კლ; გაიმარჯვა––11ბ კლასმა
ფეხბურთი: მე56 კლ,  გაიმარჯვა მე5  ბ კლასმა
                      მე79 კლ,  გაიმარჯვა  მე9ა კლასმა.        
                       მე1011 კლ; გაიმარჯვა––10გ კლასმა
ჰოკეი–– საბაზო  საფეხური––მე56 7კლ,  გაიმარჯვა მე5  ა კლასმა

საქართველოს   ტანვარჯიშის   სახეობათა ეროვნული ფედერაციამ ( პრეზიდენტი ლაშხი)  დააჯილდოვა მე-4 ბ კლასის მოსწავლე ნინი სირბილაძე  (დამრიგებელი  ციალა ჟღენტი) სპორტულ აკრობატიკაში გოგონათა წყვილებში (II მოზარდის პროგრამით)  1-ლი ადგილის დაკავებისათვის.

2013-2014 სასწავლო წელი

სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მძლეოსნობის ორჭიდში 100/400 მ.მასში მონაწილეობდნენ ირაკლი დვალი (მე-10ბ), თინიკო რიჟამაძე (მე-9ა). ისინი გავიდნენ მე-3 ადგილზე და დაიმსახურეს ვერცხლის მედლები.

2 მაისს სკოლის გუნდმა  მე-2 ადგილი დაიკავა ტურისტულ შეჯიბრებაში,რეგიონალურ  შეჯიბრებაზე ორიენტირებაში კი I ადგილი აიღო.

2014 წელს სპორტის მასწავლებლებმა (გ.ბზიკაძე, ბ.ჯანელიძე)  ჩაატარეს შიდასასკოლო შეჯიბრება ფეხბურთში მე-5 -მე-6  კლასების მოსწავლეებს  შორის. გაიმარჯვა მე-6ბ კლასმა;  მე-7-9 კლასებს შორის გაიმარჯვა მე-7ბ კლასმა.

ჩატარდა  რეგიონალური მასშტაბის  შეჯიბრება- „მხიარულ სტარტებში“. 56 გუნდს შორის მოვხვდი  ათეულში.

 ჩატარდა  საქალაქო შეჯიბრება  ფეხბურთში  საჯარო სკოლების მოსწავლეებს  შორის, მონაწილეობდა 31 გუნდი, დავიკავეთ მე-4 ადგილი.  ბომბარდირი გახდა გიგა ბერიშვილი, გაიტანა 22 გოლი, მოსწავლე დაჯილდოვდა თასით.

2014-2015 სასწავლო წელი

1.      22 ოქტომბერი -   შიდასასკოლო პირველობა   მძლეოსნობაში მე-5-6 კლასების მოსწავლეებს შორის: რბენა-60 მეტრი
1-ლი ადგილი-მე-6ბ კლასი;   მე-2 ადგილი- მე-6ა კლასი;  მე-3 ადგილი- მე-5 გ კლასი
2.      20- 27 ოქტომბერი -   შიდასასკოლო პირველობა   ფეხბურთში მე-7-9 კლასების მოსწავლეებს შორის  
1-ლი ადგილი--მე-9ა კლასი;  
3.       27 -31 ოქტომბერი -   შიდასასკოლო პირველობა   ფეხბურთში მე-10-12 კლასების მოსწავლეებს შორის  
1-ლი ადგილი--მე-11ა კლასი;  
4.      24- 28 ნოემბერი -   შიდასასკოლო პირველობა   ფრენბურთში მე-10-12 კლასების მოსწავლეებს შორის   1-ლი ადგილი--მე-11ა კლასი;  
5.      26 ნოემბერი-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზი- 1-ლი  საჯარო სკოლა-- მე-40 საჯარო სკოლა
მე-6 კლასის ფეხბურთელთა სამატჩო ამხანაგური შეხვედრა
6.      ნოემბერი    -მე-17 სკოლის სპორტული დარბაზი  ბავშვთა ტუბერკულოზით დაავადებულთა მიძღვნილი სამატჩო შეხვედრა ფრენბურთში (გუნდი  3 ბიჭი, სამი გოგო)
მე-17 და მე-40 სკოლების მოსწავლეთა შორის  . გაიმარჯვა მე-40 სკოლამ 2:0
7.      7 დეკემბერი -- საქართველოს ფესტივალი ბალახის  ჰოკეიში  N25 სკოლის დარბაზი. მონაწილეები: ქუთაისის N7 საჯარო სკოლა, აბაშის მე-2  სკოლა  . მე-40 სკოლის ნაკრები დაჯილდოვდა თასითა და დიპლომებით  ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისათვის.
8.      ნოემბერ-დეკემბერი მე-12, მე-17 , 29-ე და მე-40 საჯარო სკოლების პირველობა სამჭიდში (მე-5-8 კლასები)
ა) 26 ნოემბერი-  მძლეოსნობა--მძლეოსნობის მანეჟი-  მე-40 სკოლა მე-2 ადგილი
ბ) 3 დეკემბერი- ფეხბურთი--მე-40 სკოლის ღია სპორტული მოედანი --  მე-40 სკოლა 1-ლი  ადგილი
გ) 18-19 დეკემბერი  -მხიარული სტარტები --მე-17 სკოლის დარბაზი -- მე-40 სკოლა 1-ლი  ადგილი
 სამჭიდში გაიმარჯვა მე-40 სკოლამ 27 ქულით.
N40 სკოლა-- I  ადგილი
N17 სკოლა--II  ადგილი
N29 სკოლა--III  ადგილი
N12 სკოლა--IV  ადგილი


2014 წლის 20 დეკემბერს სსიპ  ქალაქ ქუთაისის  N17საჯარო  სკოლამ სიგელი და გარდამავალი თასი  გადასცა სსიპ  ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლას  საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სპორტულ შეჯიბრებებში: „მძლეოსნობა, ჭიდაობა, ფეხბურთი, მხიარულ სტარტებში“ გუნდური I ადგილის დაკავებისათვის . სპორტის მასწავლებლები: ბესო ჯანელიძე, გულნარა ბზიკაძე.


2015-2016 სასწავლო წელი

სკოლის მოსწავლეთა სპორტული  მიღწევები

v  მარტის თვეში ჩატარდა შიდასასკოლო პირველობა კალათბურთში. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 2016 წლის სასკოლო ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებებში. მძლეოსნობა - რბენა 800 მ  - გოგონებისათვის და 1000 მ - ვაჟებისათვის. ჩვენი სკოლის გუნდმა როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში დაიკავა მეოთხე ადგილი.
v  განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სკოლის  ფეხბურთელთა გუნდის წარმატებული გამოსვლა ოლიმპიადაზე. 33 საჯარო სკოლის გუნდებს შორის ჩვენმა ფეხბურთელებმა წარმატებით იასპარეზეს და დამსახურებულად დაიკავეს პირველი ადგილი. მათ თანმიმდევრობით დაამარცხეს 28-ე, 37-ე, I, მე-9 და ფინალში 33-ე სკოლის ნაკრები გუნდები. გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ნ. სირბილაძე, მ. გორგოძე, რ. ხაჭაპურიძე, თ. გოგისვანიძე, ა. სულამანიძე, დ. სულიაშვილი, ბ. ბუაძე, გ. ლუტიძე და გ. ზაქრაძე.
ჩატარდა ძალოსნობაში საქართველოს პირველობა 54 კგ-ში. საქართველოს ჩემპიონი გახდა გიორგი გიორგბერიძე. მესამე ადგილზე გავიდა მისი თანაკლასელი ახალაძე.
7-9 მარტს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი  ბალახის ჰოკეიში ქალაქ ბათუმში. საქართველოს ჩემპიონი გახდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ბელა რუხაძე.
ა/წ აპრილის თვეში ჩატარდა შიდასასკოლო პირველობები მძლეოსნობაში, სადაც გაიმარჯვა გულნაზ გიორგაძემ და თორნიკე გოგისვანიძემ -  Xბ კლასი.
  საქართველოს პირველობაზე სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ თეა კვიცარიძე და ნინი სირბილაძე - VIIბ კლასი, ხოლო სპორტის ოსტატობის პროგრამით - XIა კლასის მოსწავლე თიკო რიჟამაძემ დაიკავა მეორე ადგილი. საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ჩვენი სკოლის ბალახის ჰოკეისტები - და-ძმა თაზო და ბელა რუხაძეები. საქალაქო პირველობაზე პირველ ადგილზე გასული ჩვენი სკოლის ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი27-29 მაისს მონაწილეობას იღებს იმერეთის სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ ფინალურ შეხვედრებში.

   2016 წლის 9 აპრილს ჩოხატაურში გაიმართა 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნატო გიორგაძის სახელობის ტურნირი ბალახის ჰოკეიში, აღნიშნულ შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდა ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებული გუნდი. ჩვენმა ჰოკეისტებმა ფინალურ შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დათმეს შეხვედრა გამოცდილ ადგილობრივ გუნდთან.
თამაშამდე - ჩვენი სკოლის მოსწავლე სპორტსმენები დაესწრნენ წირვას, ჩოხატაურის 9 აპრილის მემორიალზე, შემდეგ კი გვირგვინით შეამკეს ნატო გიორგაძის საფლავი. ეს დღე დაუვიწყარი გახდება თითოეული მოსწავლე-სპორტსმენისათვის. აი ისინიც, ვინც ასახელა ჩვენი სკოლა: ბელა რუხაძე, თორნიკე რუხაძე, მანანა ტყეშელაშვილი, გვანცა ტყეშელაშვილი, მარი ტყეშელაშვილი, ლიზი ჯაჯანიძე, ლიკა გონგაძე, ნიკა გონგაძე, ლუკა სარალიძე, ელენე ლილუაშვილი, ანა ბალანჩივაძე, ვასილ მარდალეიშვილი, თამარ მარდალეიშვილი, ვასილ გაბულაია. გუნდი მოამზადა სპორტის პედაგოგებმა ბესიკ ჯანელიძემ და ნუკრი ბზიკაძემ.
4 მაისს, როგორც ქუთაისის საჯარაო სკოლების გამარჯვებულმა გუნდმა, მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონში გამარჯვებულ სკოლებს შორის ფეხბურთში, სადაც ფინალში დავამარცხეთ ზესტაფონის გუნდი და გავხდით იმერეთის რეგიონში გამარჯვებული. გუნდმა მოიპოვა ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ საგზური.
მონაწილეობა მივიღეთ კოკა-კოლას თასის გათამაშებაში 2003 წელს დაბადებულთა და უმცროსი ასაკის მოსწავლეებს შორის.
მაისის თვეში ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრება მხიარულ სტარტებში, სადაც ჩვენი სკოლის გუნდმა გაიმარჯვა საქალაქო, ხოლო შემდეგ რეგიონის შეჯიბრებაზე - გუნდი დაჯილდოვდა თასით, ოქროს მედლებით და ოქტომბრის თვეში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებით.
ჩატარდა სასკოლო პირველობები კალათბურთში.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ბელა და თაზო რუხაძეები გახდნენ საქართველოს ჩემპიონები მინდვრის „ჰოკეიში“.
1-8 ივნისს სპორტულ დარბაზში ჩატარდა სასკოლო პირველობა მხიარულ სტარტებში, სადაც  მონაწილეობას იღებდნენ მე-5,6,7 კლასის მოწავლეები. თამაშები ჩატარდა საინტერესოდ, ოლიმპიური სისტემით. პირველ ადგილზე გავიდა მე-7ბ კლასი, რომელიც დაჯილდოვდა გარდამავალი თასითა და დიპლომით.  6 ივნისს ჩატარდა შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ მე–7–ა და მე–7–ბ კლასებს შორის.



2016-2017 სასწავლო წელი

სპორტული და ესთეტიკური აღზრდის კათედრაზე სპორტული მუშაობის უკეთ წარმართვის მიზნით შედგენილია  და დამტკიცებულია  დირექტორის მიერ სკოლის სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი - ასევე შედგენილია  და დამტკიცებულია  არჩეული სპორტის სახეობების მიხედვით V-XII კლასელთა თემატური გეგმები. აღსანიშნავია სპორტის პედაგოგ ბესიკ ჯანელიძის საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება. სპორტულ ღონისძიებათა კალენდრის მიხედვით ტარდება  შიდასასკოლო პირველობა მძლეოსნობაში V-VI კლასის მოსწავლეთა შორის.  განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიღწევები საერთაშორისო ასპარეზობებზე. კერძოდ - და-ძმა - ბელა და თაზო რუხაძეები (ბალახის ჰოკეი) იმყოფებოდნენ ჩეხეთში ევროპის ჩემპიონატზე- სადაც ისინი საქართველოს ღირსებას იცავდნენ 16 წლამდელთა შორის.  თიკო რიჟამაძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში 5-9 ოქტომბერს გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე აკრობატიკაში, სადაც ის 8 ქვეყანას შორის მე-3 საპრიზო ადგილზე გავიდა. გურამ გიორგბერიძემ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დაიკავა საპატიო მეორე ადგილი 16 წლამდელ ჭაბუკებს შორის. ხოლო XII კლასელმა ანა ჯანელიძემ საქართველოს გოგონათა ერთეულთა გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა ბოსნია - ჰერცოგოვინაში გამართულ ევროპის შესარჩევ პირველობაზე, სადაც საქართველოსთან ერთად ასპარეზობდა შვედეთის, პორტუგალიისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრები.
3-4 დეკემბერს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადით გათვალისწინებული ფინალური შეჯიბრება მხიარულ სტარტებში, სადაც ჩვენმა სკოლის ნაკრებმა დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხიარულ სტარტებში სულ მონაწილეობდა საქართველოს 1200 საჯარო სკოლა. ფინალურ ეტაპზე გუნდის წარმატებაში ასპარეზობდა: სანდრა გაბუნია, ელენე ლილუაშვილი, ლევან ქათამაძე, ლუკა ვაშაყმაძე, ლიკა გონგაძე, ნინი სირბილაძე, ლუკა ხუჯაძე, გიორგი გორგოძე, ალეკო სულამანიძე, ლუკა კობერიძე, ბელა რუხაძე და სალომე გაბუნია. მასწავლებლები რამაზ ხუხუა და ნინო ხუჯაძე. გუნდი მოამზადა - ნუკრი ბზიკაძემ და ბესიკ ჯანელიძემ. ფინალურ თამაშებს ესწრებოდნენ და გუნდის წარმატებაში წვლილი შეიტანა ჩვენი სკოლის დირექტორმა ლია კუხიანიძემ და მოწვეულმა სპეციალისტმა უჩა ჩორგოლაშვილმა.
დამთავრდა შიდა სასკოლო პირველობა ფრენბურთში VIII – IX  კლასებსა და X-XII კლასებს შორის.
ჩვენი სკოლის ჰოკეისტთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო 18-19 დეკემბერს გამართულ საქართველოს ფესტივალში ბალახის ჰოკეიში. მათ წარმატებით იასპარეზეს და დაამარცხეს აჭარელი და აბაშელი თანატოლები. სკოლის გუნდი დაჯილდოვდა თასითა და დიპლომით. გუნდის შემადგენლობა: მარიამ და ნინი გოგოლაძეები, ნანა მუჯირი, გიორგი ჯიქიძე, თაკო  მარდალეიშვილი, ანრი ჭანტურიძე, საბა ბერაძე, ფრიდონ სალარიძე, ლუკა სალარიძე, ლიკა გონგაძე, ლიზი ჯაჯანიძე.

აღსანიშნავია ჩვენი სკოლის მოსწავლეების თაზო და ბელა რუხაძის წარმატება. ისინი საქართველოს ჰოკეის ფედერაციის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო ახალგაზრდა ჰოკეისტებად აღიარეს და დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით და დიპლომებით

No comments:

Post a Comment