ქ. ქუთაისის № 40 სკოლის ბიბლიოთეკა
თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენებაში
ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა ბიბლიოთეკა. იგი სკოლის აუცილებელი ქვეგანაყოფია და თავის
მუშაობას წარმართავს სკოლის წლიური სამუშაო გეგმიდან გამომდინარე.
2009 წლისათვის ბიბლიოთეკას ფონდში
აქვს 3074 დასახელების წიგნი. სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შემოწირულებების
სახით გაამდირეს ბიბლიოთეკა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. წიგნადი ფონდის სიმცირის
მიუხედავად, სკოლის ბიბლიოთეკარები ( დ.გაბუნია, შემდეგში დ.გედენიძე) ყოველთვის ცდილობდნენ
მკითხველთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას საქალაქო ბიბლიოთეკებიდან წიგნების გამოტანის
გზით.
ბიბლიოთეკას ჰყავს დამხმარე აქტივი
, საბიბლიოთეკო საბჭო, რომელშიც
9 წევრია გაერთიანებული. მათთან თანამშრომლობით
ტარდება სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება, საინფორმაციო მუშაობა, წიგნების
რესტავრაცი და სხვა.
სკოლაში ხშირად
ტარდებოდა წიგნის კვირეულები, ვიტორინა-კონკურსები, ლიტერატურული კომპოზიციები, ეწყობოდა ლიტერატურული გამოფენები. სკოლის პედაგოგები; ლ.ტუკვაძე,
დ.ნემსაძე, ვ.კვირიკაშვილი, ნ.გრძელიშვილი თანამშრომლობდნენ სკოლის ბიბლიოთეკართან
და ატარებდნენ საინტერესო ღონისძიებებს: ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია “მე ყველაში
ვარ და ყველაფერი ჩემშია” (მასწ.ი.ხაჟომია, ბიბლიოთეკარი დ.გაბუნია), დისპუტი თემაზე:
“ წიგნი შრომის დროს აგურია, ბრძოლის დროს
ტყვიით სავსე ყუმბარა” (მასწ; ქ.კერესელიძე, ვ.კვირიკაშვილი, ბიბლიოთეკარი
დ.გაბუნია) წიგნის კვირეული (მასწ; დ.ნემსაძე, ვ.კვირიკაშვილი, ნ.გრძელიშვილი, ლ.ტუკვაძე,
ბიბლიოთეკარი დ.გაბუნია-2002-2003 სასწავლო წელი)
2006 წლის დეკემბერში ისტორია-საზოგადოებრივი მეცნიერებების
კათედრისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლობით ჩატარდა ლ.ასათიანის პოეზიის საღამო VII კლასის
მოსწავლეთა მონაწილეობით (კლასის ხელ-ნელი: ნ.ბანცაძე)
2007 წელს წიგნის დღეს სკოლის ბიბლიოთეკარმა დ.გედენიძემ მიუძღვნა
წიგნის კვირეული. კვირეულის პროგრამით ჩატარდა
დისპუტი “მამები და შვილები”,
საბავშვო მოთხრობების კოლექტიური კითხვა,
მოეწყო მხატვრული ნაწარმოებების
განხილვა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა
წარმოადგინეს კომპოზიცია “რუსული ენის ანბანთან გამოთხოვება”, ვიქტორინა ”წიგნი
ჩემი მეგობარია”, ლიტერატურული კომპოზიცია “რომელმან შექმნა სამყარო” (მასწ: ი.მაღლაკელიძე,
ვ.კვირიკაშვილი, ი.სარჯველაძე, ნ.ბანცაძე) მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების
მიზნით სკოლის ბიბლიოთეკამ მიიღო პრეზიდენტის საჩუქარი-მხატვრული ლიტერატურა,
რამაც ძალიან გაახარა მკითხველები. მიუხედავად მწირი წიგნადი ფონდისა, სკოლის ბიბლიოთეკა
მაინც ახერხებს მკითხველთა ინტერესების დაკმაყოფილებას. ამას ემსახურება ყველა ის
ღონისძიება, რომელიც ბიბლიოთეკის სამუშაო
გეგმით სრულდება.
2009 წლის აპრილში წიგნის კვირეულთან
დაკავშირებით XI ბ კლასის მოსწავლეები (ხელ-ნელი ლ.ტუკვაძე) ესტუმრნენ №14 საქალაქო
ბიბლიოთეკას და ჩაატარეს კონფერენცია თემაზე; “ბრბოს ფსიქოლოგია და ქართული მწერლობა”
2009-2010 სასწავლო წელს სკოლის ბიბლიოთეკის მუშაობაში
ახალი ეტაპი დაიწყო. კერძოდ, სკოლის მეცნიერ-კონსულტანტის ბ-ნ მ.არახამიას ინიციატივით
სკოლის ბიბლიოთეკა გადაკეთდა მედია-ცენტრად. ბიბლიოთეკა-მედია-ცენტრი წარმოადგენდა სკოლის სტრუქტურულ დანაყოფს, რომელიც ხელმძღვანელობდა სკოლის წესდებითა და მედიაცენტრის დებულებით. პედაგოგიურ
კოლექტივთან და საინოვაციო
ჯგუფთან ერთად ცენტრი ხელს უწყობდა მოსწავლეთა ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას, რისთვისაც ორგანიზებას
უკეთებდა
მოსწავლეთა მიერ სასწავლო, მხატვრული და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის
კითხვას, ინტერნეტისა და
პრესის მეშვეობით საჭირო მონაცემების მოპოვება-
დამუშავებას, მათ პედაგოგიურ ანალიზს და მსურველისათვის მიწოდებას.
მედია-ცენტრი მოსწავლეებს ეხმარებოდა სასწავლო საგნების უკეთ ათვისების მიზნით კითხვის ორგანიზაციაში, ინტერნეტის,
პრესის, რადიო და ტელეგადაცემათა
მეშვეობით მოპოვებული მასალების დამუშავებაში.
ხელს უწყობდა
მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესებისა და შესაძლებლობების განვითარებას.
მედიაცენტრთან თანამშრომლობდნენ პედაგოგები:
ბ-ნი: მ.არახამია (სკოლის მეცნიერ-კონსულტანტი), თ.გაჩეჩილაძე
(ინფორმაციული მენეჯერი), მ.ლატარია (ინგლისური ენის მასწავლებელი), ქ.რუხაძე (მათემატიკის
მასწავლებელი), ნ.ბანცაძე (ისტორიის მასწავლებელი), რ.ლაღაძე (გეოგრაფიის
მასწავლებელი)
2012-2013 სასწავლო წელი
17 აპრილს N14 საქალაქო
ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დედა ენის
დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ლიტერატურული ღონისძიება თემაზე: „ წიგნი და იაკობის
ღვაწლი“ 1-ლი ბ კლასის დამრიგებელი გულიკო
მერკვილაძე. მოსწავლეებს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა
და მოღვაწეობის შესახებ.. მათ აგრეთვე ნახეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა“იავნანამ
რა ქნა?!“ მიხედვით შექმნილი ნანა ჯანელიძის ქართული მხატვრული ფილმი.
24 აპრილს N14 საქალაქო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა მე-5 ა კლასის საათი (დამრიგებელი ნინო ბანცაძე).
თემა: “ფშავ-ხევსურეთი- ბილიკების ენა“. მოსწავლეებმა ნახეს ფილმი ამ თემაზე.
25 აპრილს N14 საქალაქო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა ფილმის ჩვენება VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეებისათვის. თემა: „ანთიმოზ ივერიელი“ (მასწ. ნინო ბანცაძე)
2013-2014 სასწავლო წელი
2014
წლის 30 აპრილს ქ.ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო
დარბაზში N14 საქალაქო და N40 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებმა ჩაატარეს ღონისძიება
თემაზე: „წიგნები, რომლებმაც ყველაფერი იციან“. (ბიბლიოთეკარი დარეჯან გედენიძე)
2014 წლის 4 დეკემბერს ჩვენი
სკოლისა და N14 საქალაქო ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა ღონისძიება :“ თუ დაგივიწყო
იერუსალიმ... თუ დაგივიწყო საქართველო...“, რომელიც მიეძღვნა 26-საუკუნოვან ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს. (ღონისძიების
ორგანიზატორები: ნ.ბანცაძე, დ.გედენიძე)
2015-2016 სასწავლო წელი
თანამშრომლობა სკოლის ბიბლიოთეკასთან
25 აპრილს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის კვირეულთან დაკავშირებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „წიგნი სულის საზრდოა“.
მონაწილეობდნენ: მე-3ა,ბ,გ, მე-4ა,ბ კლასის მოსწავლეები და სკოლის ბიბლიოთეკარი. (კლასის დამრიგებლები: მ. მაღლაკელიძე, ც.ჯღენტი, ნ.ჟორჟოლიანი, ქ.ვაშაყმაძე, გ.მერკვილაძე). მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის, ბიბლიოთეკის, სტამბის წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ, გამოყენებელი იყო მშობელთა ჩართულობა, მათ ისაუბრეს წიგნის ბრძნულ გამონათქვამებზე. კონფერენცია გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით.
2016 წლის 8 აპრილს N40 საჯარო სკოლაში 5ბ-გ კლასების
(ხელ-ლი: ს.საგანელიძე, თ.გაჩეჩილაძე) მონაწილეობით ჩატარდა მათემატიკისა და ბიბლიოთეკის ერთობლივი კონფერენცია „ძველი სამყაროს მათემატიკა“.
წიგნის კვირეულთან დაკავშირებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,,წიგნი სულის საზრდოა“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოაჩინეს წიგნის გამოყენების აუცილებლობა. კონფერენციაში აქტიურად ჩაერთვნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები. მათ წაიკითხეს ლექსები და გამონათქვამები წიგნის შესახებ.
2016 წლის 8 აპრილს N40 საჯარო სკოლაში 5ბ-გ კლასების (ხელ-ლი: ს.საგანელიძე, თ.გაჩეჩილაძე) მონაწილეობით ჩატარდა მათემატიკისა და ბიბლიოთეკის ერთობლივი კონფერენცია „ძველი სამყაროს მათემატიკა“.
კონფერენცია დაიგეგმა ამავე კლასების მასწავლებლის ი.ყურაშვილისა და ბიბლიოთეკარის დ.გედენიძის მიერ. ქალბატონი დარეჯანის დახმარებით ბიბლიოთეკაში მოძიებული მასალების გამოყენებით მოსწავლეებმა საინტერესოდ გადმოსცეს ქართული, ინდური, ჩინური, რომაული, მაიას, აცტეკებისა და ინკების მათემატიკის ისტორიები, წაიკითხეს მხიარული ლექსები რიცხვებისა და მოქმედებათა ნიშნების შესახებ, ასევე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ მოძიებული ანდაზები, სადაც რიცხვები იყო გამოყენებული. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეთა მშობლები საინტერესო მათემატიკური გამოცანებითა და ამოცანებით. კონფერენცია დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლია კუხიანიძემ, პედაგოგებმა. დამსწრე მშობლებმა აღნიშნეს რომ G-PRIDE_ის პროექტი ძალიან ეხმარება და ხელს უწყობს მათ, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. 25 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღისადმი ღონისძიებაში ჩაერთო მე-3გ კლასიც, რომელსაც ორგანიზატორობდა ბიბლიოთეკარი ქ-ნი დარეჯან გედენიძე, მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის წარმოშობაზე, რა მნიშვნელობა აქვს ბიბლიოთეკას, გამოთქვეს ბრძნული გამონათქვამები, ასევე ჩაერთვნენ მშობლებიც, ღონისძიება გაალამაზეს ფანდურზე დაკრული სიმღერებით.
წიგნის საერთაშორისო დღისთვის მასწავლებელმა ცისმარი ვარდოსანიძემ მოიძია წასაკითხი
ლიტერატურა, ესტუმრა სკოლის ბიბლიოთეკას და ბიბლიოთეკარ ქალბატონ დარეჯან გედენიძესთან ერთად მოაწყო კითხვის საათი , ბავშვები დიდი ინტერესით
ისმენდნენ წაკითხულს და გამოთქვეს სურვილი
რომ ისარგებლონ ბიბლიოთეკის წიგნებით.
I გ კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს
კონკურში „ვინ უფრო სწარაფად“. ბავშვები
ერთმანეთს გაწაფულ კითხვაში ეჯიბრებოდნენ.
წარმატების სურვილით ყველა ცდილობდა
საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას , ბავშვებს კონკურსი ძალიან მოეწონათ
1-ლი გ კლასის დამრიგებელმა
ინგა მეტონიძემ მოსწავლეებს წაუკითხა
კლასგარეშე მოთხრობა „ზარმაცი და ბეჯითი“
. ბავშვებმა დაგმეს სიზარმაცე და ერთმანეთს მოუწოდეს ბეჯიითობისაკენ. ისაუბერეს 9 აპრილის
შესახებ , 14 აპრილს ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას, მოიძიეს წიგნზე გამონათქვამები,
ისაუბრეს ჩვენს რჩეულ წიგნებსა და გმირებზე.
22 აპრილს აღნიშნეს დედამიწის დღე. ბავშვებმა შექმნეს პოსტერები სათაურით „ ჩვენ გადავარჩენთ დედამიწას“... ისაუბრეს
იმ პრობლემებზე, რომელებიც დედამიწას საფრთხეს
უქმნის...
No comments:
Post a Comment