1990 წლის 28 მარტს. თავისი № 7.13.311 გადაწყვეტილებით, ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა
(თავ-რე ბატონი თ. შაშიაშვილი) ქუთაისის პედაგოგიური საბაზო-ექსპერიმენტული ზოგადსაგანმანათლებლო
საშუალო სკოლა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის (აწ. უკვე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის) საბაზო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა 1990 წელის 1 სექტემბრიდან და დამტკიცდა
მისი დებულება.
როგორც სკოლის, ასვე გინმაზიის დებულება
ითვალისწინებდა მოთხოვნას სკოლაში ესწავლა მხოლოდ მას, ვისაც ამის სურვილი და უნარი
ჰქონდა (სასწავლო წლის ბოლოს ძირითად, თუნდაც ერთ საგანში ნიშანი „3“ -ის მქონე მოსწავლე
გადის გიმნაზიიდან) და ისწავლებიდა იმას, ვისაც სათანაადო ცოდნა, გამოცდილება და სურვილი
ექნებოდა. ამით 1989 წლის 1 სექტემბრიდან საბაზო სკოლის შექმნით ფაქტობრივად დაიწყო
განათლების სისტემის რეფორმა ქუთაისში და მას მწვანე შუქი იმერეთის მხარის მაშინდელმა
გუბერნატორმა, ქუთაისში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ორგანიზატორმა, ბატონმა
თ. შაშიაშვილამა მისცა.
1989 წლის 8 დეკემბერს პირველ დირექტორად
და საბჭოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა ბატონი მ. არახამია. 1994 წლის 30 ნოემბერს საგიმნაზიო
კომფერენციამ გინმაზიის თავკაცობა მეორე ვადით ისევ ბატონ მიხეილს მიანდო.
გიმნაზიის შესაქმნელად სკოლის კოლექტივს
მხოლოდ ერთი წლის გამოცდილება ჰქონდა. კონკურსით შერჩეული მასწავლებლები საკმაოდ ძლიერნი
და საქმისმოყვარულნი აღმოჩნდნენ, რაც განაპირობებდა იმ აქტს, რომ თუ პირველ წელს
მშობლები „პრაქტიკანტების სკოლას“ (როგორც ისინი მას ეძახდნენ, იმის გამო, რომ სტუდენტები
პედაგოგიურ პრაქტიკას საბაზო სკოლაში გადიოდნენ) ეჭვის თვალით უყურებდნენ და სკოლაში
ბავშების შემოყვანას ერიდებოდნენ. ერთი წლის შემდეგ სკოლაში მიღებაზე არსებული კონკურსი
უმაღლეს სასწავლებლებსაც შეშურდებოდა.
საჭირო იყო გინმაზიის პედაგოგიური კადრებით
შევსება. უნივერსიტეტის რექტორთნ შეთანხმებით, გინმაზიის ხელმძღვანელობამ პედაგოგიური
კოლექტივი ქალაქის სკოლებში მომუშავე მოწინავე, გამოცდილი მასწავლებლებითა და ინსტიტუტის
წარჩინებით ახალკურსდამთავრებულებით შეივსო.
1990 წლის 1 სექტემბრიდან გინმაზიაში პედაგოგიური
საქმიანება დაიწყო:
1.
მ. ადეიშვილი,
2.
მ. ბაქრაძე,
3.
პ. ტატუნაშვილი,
4.
ლ. ქობულაძე
5.
მ. ჭახნაკია
6.
ირ. ყიფიანი
7.
ირ. ღვინიანიძე
8.
ნ. გიორგაძე
9.
ნ. ტყეშელაშვილი
10. ქ. ჩიქვინიძე
11. ი. გაპონოვა
12. მ. ქავთარაძე
13. იმ. ბასილაძე
14. ლ. სვანაძე
15. ჯ. მარგველაშვილი
16. ბ. სვანაძე
17. ც. გორგიძე
18. თ. მეზურნიშვილი
19. რ. სებუა
20. ფ. შალამბერიძე
21. ლ. დათეშიძე
22. ირ. გრძელიშვილი
23. ლ. გეგუჩაძე
24. მ. ხადიაროვა
25. ვ. ლომიძე
26. ლ. გოგინოვი
27. ბ. კახიძე
28. დ. როინიშვილი
29. გ. ქარციძე
სკოლა- გიმნაზია თერთმეტწლიანი იყო. I-XI კლასებით. პროგიმნაზია-
I-VII და საკუთრივ გიმნაზია - VIII-XI კალსებით.

No comments:
Post a Comment